|
2015-06-30 18:06:56, 583 ნახვა
საზოგადოება
სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებისათვის ბაღებში რეგისტრაციის წესი გამარტივდა
საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალური ბიუჯეტის ქვეშ მყოფ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ვაუჩერული დაფინანსებისა და მიღება-ამორიცხვის წესი დაამტკიცეს. აღნიშნული წესი ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს უფლებას აძლევს, ბავშვების ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით დაარეგისტრირონ. დღესვე, გაითვალისწინეს საკრებულოს ინიციატივა და ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით რეგისტრაცია სტქიით დაზარალებული ბავშვებისთვისაც მოხდება. „ეს წესი საშუალებას მოგვცემს მიმდინარე პროცესები იყოს დეცენტრალიზებული, მაქსიმალურად გამჭვირვალე და იმოქმედებს იმაზეც, რომ ხარისხი გაუმჯობესდება. ამასთან, უმნიშვნელოვანესი წესია იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს გამარტივებული რეგისტრაცია შესთავაზოს. მიღებული იქნება აუცილებლად და გათვალისწინებული საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ბავშვთა რეგისტრაციის გამარტივების შესახებ“, - განაცხადა ბაგა-ბაღებში მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ბურძენიძემ. მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. „ბაგა ბაღებში რესგისტრაცია ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები და საბავშვო ბაგა ბაღების მომსახურების მსურველ ოჯახთა შვილები, რომლებიც უკვე სწავლობენ იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღში, ანუ დედმამიშვილები. მეორე ეტაპი დაიწყება 8 ივლისს და გაგრძელდება რეგისტრაციის ვაკანტური ადგილების ამოწურვამდე“, - აღნიშნა ბურძენიძემ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)