01:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:53:39, 1544 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი პრემიერს: რატომ გაუშვით ქობულია და დანიშნეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული?!

„რატომ გაუშვით ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია და დანიშნეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული“, - ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალი მინისტრი ნათია თურნავა „ოდიოზურ ბიზნესმენებთან არის დაკავშირებული და მათ ინტერესებს ემსახურება“.

„რატომ გაუშვით გიორგი ქობულია და დანიშნეთ თანამდებობაზე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული, დაკავშირებულია ოდიოზურ ბიზნესმენებთან და მათი ინტერესების შესრულებასთან, მათ კომპანიებშია ნამუშევარი და დღესაც მათ ინტერესებს იცავს სამინისტროში. რა იყო გუშინდელი ეს გადაწყვეტილება, რა იყო მერე ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა. ჩემს დღის წესრიგში დგას მისი თანამდებობიდან გადადგომა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics