|
2019-05-31 13:51:49, 1055 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი პრემიერს: თუ ქვეყნის დახმარება გვინდა, რეალურად ვიმუშავოთ, თუ არა და აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ მე
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, სახელმწიფო კომისია შექმნას, რომელიც სიღარიბის პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს. ამასთან, დეპუტატმა ოპოზიციის ნაწილისა და პრემიერის კითხვა-პასუხის რეჟიმის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ინაშვილის განმარტებით, ინტერპლეაციის ფორმატი პოლიტიკური პოპულიზმისთვის და ქულების დაწერისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს. მან პრემიერს ურჩია, სხვა დროს გარკვეულ კითხვებს წერილობითი ფორმით უპასუხოს და ამისათვის, პარლამენტში მოსვლით დრო არ დაკარგოს. "დღეს აქ ძალიან კარგი შემადგენლობა ვართ შეკრებილი, მთავრობაც აქ არის, პარლამენტიც აქ არის და ყველამ ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ. ინტერპელაციის ფორმათს ძალიან ვაუფასურებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატის სიკეთე შევინარჩუნოთ, მაგრამ ის რეჟიმი რაც აქ არის წარმოდგენილი, ეს არის სამარცხვინო. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ აი ჩატარდა ინტერპელაცია, მოვიდა პრემიერი და დავიშალეთ. გეკითხებით - დღეს რა ინფორმაცია მიიღო ხალხმა? ვიწვევთ პრემიერის, მაგრამ აქედან არაფერი რჩება, რჩება ჰაერი. მგონი თქვენ ბატონო პრემიერო, უნდა გადახედოთ თქვენს დღისწესრიგს და სხვა დროს, როდესაც ასეთი ტიპის შეკითხვები შემოგივათ, შეგიძლიათ წერილობით გასცეთ პასუხი. ქვეყნის წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა, არავის კითხვებს არ ვუკრიტიკებ. არის სიღარიბის პრობლემა, ბავშვები შიმშილით გვეხოცება და ვერ გავიგე მე, მთელი მთავრობა და პარლამენტი აქ ვსხედვართ და სირცხვილი არ არის, რომ სკოლაში ნისიის რვეული იყოს და ბავშვებს ფუნთუშა ენატრებოდეთ? ასეთი საკითხები გვაქვს და კროსია თუ რა არის? ორ წუთში, სამ წუთში მოასწარით. ეს შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის. მოგიწოდებთ ამ თვალთმაქცობას დავანებოთ თავი, რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ. შექმენით ბატონო მამუკა სახელმწიფო კომისია და შემიყვანეთ მე, ჩემი კოლეგები ვისაც სურვილი აქვს. დავიწყოთ რეალური მუშაობა ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად. ვიცი გამოცხადებული გაქვთ, რომ მთავარი გამოწვევა არის სიღარიბა, გვითხარით როგორ უნდა ებრძოლოთ ამ გამოწვევას, თუ არ შეგიძლიათ ჩვენც ჩაგვერთეთ ამ საკითხში, თუ ჩვენც ვერ შევძლებთ მოვიწვიოთ სხვა მცოდნე ხალხი. ამ ხალხისთვის წერილობით შეგეძლოთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ პოლიტიკურ პოპულიზმს, ქულების დაწერას ამას რა ვუყოთ მერე?! პრაქტიკულად უზურპირებულია პარლამენტი, მინისტრები კომიტეტების სხდომებზე არ მოდიან, ისინი რომ მოდიოდნენ არ იქნება ასეთი ტიპის ინტერპელაციები საჭირო. მოგიწოდებთ, რეალურად ვიმუშავოთ თუ გვინდა ქვეყანას დავეხმაროთ, თუ არა და აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ მე მაგალითად", - განაცხადა ინაშვილმა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)