20:41 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 15:34:25, 917 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ერთ-ერთ ცენტრალურ, არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ადაპტირებული ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და ორი ფენა ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ასევე, ბაღთან „ხუთკუნჭულა“ მისასვლელი გზა მოწესრიგდება. ჯამში,  გზის საფარი 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. ამ დროისთვის კი, ბორდიურის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე  გაეცნო.

„ეს დიდ დიღომში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აქ არსებულ საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას, სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ კი, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, ტრანსპორტისთვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 073 560 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ცეკური“ ასრულებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics