21:39 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 17:12:57, 973 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი დაზღვევა“ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს

 ბოლო 1 კვირის მანძილზე, თიბისი დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა. სეტყვამ ფერმერების მოსავალი განსაკუთრებით მძიმედ შიდა ქართლის რეგიონში დააზიანა.  კერძოდ, გორის 20-ზე მეტ სოფელში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.

 „თიბისი დაზღვევამ“ მყისიერად დაიწყო ზარალების შეფასება და ამ დრომდე 200-მდე სადაზღვევო შემთხვევაა შესწავლილი და შეფასებული. აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ სადაზღვევო შემთხვევებზე რეაგირებასაც. შედეგად მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ყველა შემოსული ზარალის განაცხადის შესწავლა დასრულდება და ფერმერები ზარალის ოდენობისა და ანაზღაურების პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

 ამასთან, იმ სოფლებში, სადაც სტიქიამ გაანადგურა მოსავლის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, შინდისში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავში, ბებნისსა და მიმდებარე სოფლებში, თიბისი დაზღვევამ დროებით შეზღუდა ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა დღემდე დაუზღვეველ ნაკვეთებზე.

ეხლა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ სად და რა ოდენობით არის შენარჩუნებული მოსავალი. ამის შემდეგ, თიბისი დაზღვევა შეძლებს სრულყოფილად განაახლოს ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა იმ სოფლებში, სადაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაურჩა სტიქიას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში, აგროდაზღვევის პოლისების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს დღესაც.

„თიბისი დაზღვევა“ აგროდაზღვევის პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და ამ დრომდე თიბისი დაზღვევაში 1500-ზე მეტი ფერმერია დაზღვეული.

 

 

 

(R)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics