|
2019-05-28 13:29:00, 4192 ნახვა
ევროპის ამბები
სამადაშვილი: ბატონი კალაძე პარლამენტში გვეკეკლუცებოდა, როგორი მარჯვე ბიჭია და აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან
"შეგახსენებთ, რა გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ გასული წლების განმავლობაში, ვისაც არ ახსოვს - შემიძლია დავიწყო ბატონი კალაძით, რომელმაც გახსნა მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და აქ, პარლამენტში გვეკეკლუცებოდა, როგორი მარჯვე და მარდი ბიჭია, და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე გაზის ფასის მოლაპარაკებებში. ანუ თქვენ, სახელმწიფო რომელიც არის ჩვენი მოკავშირე, რომელიც ურთულეს ისტორიულ ვითარებაში ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდით, ტოლობის ნიშანი დასვით აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, ანუ გადაწყვიტეთ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით აზერბაიჯანზე ზეწოლა მოგეხდინათ?! რა გეგონათ, ამას პოლიტიკური შედეგი არ ექნებოდა?! ეს არის პოლიტიკური შედეგი რაც დადგა. მე აღარ ვსაუბრობ იმ კორუმპირებულ ინტერესებზე, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს წრეს".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)