|
2019-05-28 10:59:48, 1478 ნახვა
სამართალი
ბიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ა. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, ლ.ა., წარსულში ბიძასთან - გ.ა-სთან არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მიზნით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე გ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ჩაუსაფრდა. როდესაც ლ.ა.-მ ეზოში მყოფი გ.ა. შენიშნა, მიუახლოვდა მას და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. „ლ.ა. იმავე დღეს, ბრალის აღიარებით პოლიციის განყოფილებაში მივიდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)