|
2019-05-27 17:34:37, 980 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს
დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპორტული მოედნები სამ მისამართზე უკვე განახლდა. აკაკი ბელიაშვილის ქუჩის N40-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-8 კორპუსთან, ასევე დიდუბის ქუჩის მეორე შესახვევის N3-თან მდებარე სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, შეიღება და დაიჭიმა. ასევე, ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 830 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩის N2-სა და 2ბ-ში, ასევე მირცხულავას ქუჩაზე. მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ ახორციელებს.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)