|
2019-05-27 14:55:45, 905 ნახვა
საზოგადოება
„დიდი ვალსი“ ლიბერთისგან დაიწყო
26 მაისს ლიბერთის ინიციატივით თბილისში, განახლებულ გოძიაშვილის ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად უფროსი თაობისთვის ცეკვების პირველი საღამო გაიმართა. მსგავსი საღამოები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ლიბერთის სოციალური მედიის საშუალებით წინასწარ დაანონსდება. ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო პროექტი წარმატებით განახორციელა. ასევე, მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სერვის ცენტრების განახლების პროცესიც. ,,ლიბერთის სერვის ცენტრები ტრადიციულად უფროსი თაობის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით შევქმნათ ისეთი გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასაკის მიუხედავად, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა „ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
(R)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)