|
2019-05-27 10:08:31, 829 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით დღეიდან კომპანია „მზიური“ მოამარაგებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, დღეიდან საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. მერიის ინფორმაციით, ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა. მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე. პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას. აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება“, - ნათქვამია გნაცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)