|
2015-06-30 09:40:47, 705 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო ხე-ტყე ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი: 1972 წელს დაბადებული ისააკ ბ, 1971 წელს დაბადებული ჯამბულ კ, 1980 დაბადებული გოჩა მ, 1984 წელს დაბადებული არჩილ შ,1981 წელს დაბადებული მინდია ც, 1957 წელს დაბადებული ნოდარ გ, 1982 წელს დაბადებული დავით ქ, 1986 წელს დაბადებული გიორგი მ, 1979 წელს დაბადებული ზაქარია ს, 1971 წელს დაბადებული ზაქარია ა, 1987 წელს დაბადებული ლევან ხ, 1966 წელს დაბადებული გელა ფ, 1982 წელს დაბადებული მანუჩარ პ. და 1957 წელს დაბადებული შალვა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ სვირის სატყეო უბანში მინდია ც-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან წიწვოვანი ჯიშის, უკანონოდ მოჭრილი, 13 ცალი ხუთი მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. „მხილებულმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი მართვის ქვეშ მყოფი, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს,შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მინდია ც. იმავე ტყეში აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონში ასევე უკანონოდ მოჭრილი, 28 ცალი, 5 მეტრი სიგრძის და 55 ცალი 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი, ბორჯომის რაიონში - 26 ცალი 3 მეტრის სიგრძის და 10 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, ახალციხის რაიონში კი უკანონოდ მოჭრილი 18 ცალი, 3 მეტრი სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს, ხოლო სამივე რაიონში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით).
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)