|
2019-05-25 13:59:10, 977 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები - ჩვენი მოთხოვნა აპოლიტიკურია და ყველა პოლიტიკურ პარტიას ვემიჯნებით
ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და მოუწოდებენ, ნუ ეცდებიან მძღოლების მართვას. ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას. მათივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა, თუმცა დარჩა საკითხები, რომლებზეც მსჯელობა გრძელდება. „შეიქმნა ე.წ საინიციატივო ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დავალებით. ყველას მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მერიასთან, რიგ საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებას, მოლაპარაკებები გრძელდება, ეს მუშა პროცესია. ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ და გვაქვს ამაზე საუბარი მერიასთან. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობა” იქნება, „ლეიბორისტული პარტია” თუ ნებისმიერი სხვა, ვთხოვთ, თავი შეიკავონ მძღოლებთან სოციალურ საკითხებში ჩარევისგან. ასევე, მოვუწოდებთ ახლადშექმნილ ე.წ. საინიციატივო ჯგუფს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან“, - განაცხადა აინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)