|
2019-05-25 12:59:30, 1409 ნახვა
სამართალი
შსს თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობაში ედება. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ალფა პვპ". სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ცდილობდა. პოლიციამ, ს.ა.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)