|
2019-05-25 11:04:07, 1507 ნახვა
სამართალი
თოლორაია აღაიანში მომხდარზე: 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ სოფელ აღაიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ჟურნალისტის კითხვაზე, დადგება თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული და გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს. „აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი ეს არის დანაშაული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)