22:06 - 22 Jul, 2026
|
2019-05-23 17:58:11, 1646 ნახვა
სამართალი
7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეეფარდა
სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. არასრულწლოვან გოგონას სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. ცნობისთვის, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)