|
2019-05-23 17:16:25, 1402 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო
წყალტუბოში „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი წყალტუბოში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან დაკავშირებულ რეპორტაჟს ამზადებდნენ. ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. "რ2"-ის ცნობით, დიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა თავს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებიტ გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით - 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დადგენილია ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვსი პოლოციის განყოფილებაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)