|
2019-05-23 16:12:49, 956 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. სკვერში მოეწყო განათების სისტემა, განთავსდა ყველა შესაბამისი ინვენტარი და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და რულონური ბალახი დაიგო. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი გალამაზდა და კეთილმოეწყო, რომლის რეაბილიტაციასაც მოსახლეობა ითხოვდა. დიდი დიღომი საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და ვცდილობთ, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ჰქონდეს. მიმდინარე წელს დიდ დიღომში კიდევ ექვსი სკვერი რეაბილიტირდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 326 ლარი გამოიყო. სკვერის მოწყობის სამუშაოები ასევე, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N25 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)