|
2019-05-23 13:30:57, 1104 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს. საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა. გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია. დღეს კი ეროვნული არქივის კინოთეატრში კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს" 2013 წელს არის გადაღებული და მერაბ კოსტავას ეძღვნება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)