15:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 18:13:38, 562 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა ხაშურში ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა  და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა,  ხაშურში, დევნილთათვის განკუთვნილ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობის რეაბილტაცია 20 ოქტომბერს დასრულდება და საცხოვრებელ ფართი 85 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  გარდა ამისა, 111 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას ხაშურის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტაციის შედეგად.   ობიექტის რეაბლიტაცია 2015 წლის 29 სექტმბერს დასრულდება.

სოზარ სუბარი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც იმყოფებოდა, სადაც დევნილი ოჯახების აპლიკაციების მიღების პროცესი მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი უკვე შეავსო 200-მდე დევნილმა ოჯახმა.

ხაშურის რაიონში, ორ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები ბინებს უპირობოდ,  ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ, ხოლო დანარჩენი ოჯახები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განსახლდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics