22:06 - 22 Jul, 2026
|
2019-05-22 16:32:36, 1381 ნახვა
სამართალი
შსს გორში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - მხილებულია არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული გ.დ. ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტს და 10 ვაზნას დაეუფლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)