|
2019-05-22 12:11:35, 1096 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა
გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალაქის 25 000 აბონენტს ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის ძველი, 1998-2000 წლებში დამონტაჟებული მრიცხველი უსასყიდლოდ შეუცვალა. მათ ნაცვლად კი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლებს ახალი, თანამედროვე გაზის მრიცხველები დაუმონტაჟდათ. საერთო ჯამში, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად, 150 ათასი გაზის მრიცხველის ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო, ქსელის განახლების გარდა, მრიცხველების ჩანაცვლების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს სცდება. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამასაც იწყებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)