|
2019-05-21 15:12:15, 1052 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეები ათამდე მისამართზე ეწყობა
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში გამგეობის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები ათამდე მისამართზე, მათ შორის, პოლიტკოვსკაიას N41ა-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N15 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ, ყაზბეგის N49-ში, ასევე წყნეთში, „გ ზონაში“ მიმდინარეობს. დაგეგმილ პროექტებს შორის კი ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-16 კორპუსების, აბაშიძის N22-24-ის, ნუცუბიძის V მიკრორაიონის N8 კორპუსის, მოსაშვილის N9 და ფალიაშვილის N10-ის მიმდებარე ტერიტორიებია. დასასვენებელ სივრცეებში, პროექტების თანახმად, განთავსდება ურბანული ავეჯი, საბავშვო გასართობი მოედნები, მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები. დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტების გარდა, სამ მისამართზე შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)