|
2019-05-21 11:36:33, 1090 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის 37%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 37% პასუხობს რომ არცერთი. „ქართული ოცნება“-ს პირველ არჩევანად გამოკითხულთა 21 პროცენტი ასახელებს, ხოლო მეორე არჩევანად - 2%. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ არჩევანად 15% ასახელებს, მეორე არჩევანად - 3%. „ევროპულ საქართველოს“ 4% ირჩევს, მეორე არჩევანად კი ასევე 4%. „პატრიოტთა ალიანსს“ 3-3% უჭერს მხარს, როგორც პირველ, ისე მეორე არჩევანად. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 44%-ს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ხოლო 53%-ს გადაწყვეტილი არ აქვს. 2%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)