|
2019-05-20 16:07:08, 956 ნახვა
საზოგადოება
განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლები შეუსყიდა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების მიმართულებით საშუალო და მცირე გრანტები გადაეცემათ. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარს შეადგენს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადების მიღება 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილების განაცხადები მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - თამარაშვილის 15ა. ასევე, სკანირებული განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე - http://livelihood.gov.ge.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)