|
2019-05-20 14:49:24, 1024 ნახვა
საზოგადოება
„Georgian Airways“-ი სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს. ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება: · თბილისი - ამანი - თბილისი - 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით; · თბილისი - ბეირუთი - თბილისი 2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე - კვირაში 2 სიხშირით; · თბილისი - დამამი - თბილისი - 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით; · თბილისი - ბაჰრეინი - თბილისი - 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით; · თბილისი - დუბაი - თბილისი - 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს; ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)