|
2019-05-20 14:14:10, 1033 ნახვა
საზოგადოება
Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია
„თიბისის“ ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს. საწყის ეტაპზე „ვენდუზე“ 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200 - ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის - ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით. Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას გაუწევენ. Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი. „ვენდუ“ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები. მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. „ვენდუს“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - vendoo.ge.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)