|
2019-05-20 11:50:57, 1043 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 31%-ს ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, რუსეთთან ახლო ურთიერთობა ურჩევნია
„მე რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა მირჩევნია“, - ამ სიტყვებით ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI)-ის კვლევას საქართველოს მოსახლეობის 31% პასუხობს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი მიუღებელია, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს. გამოკითხულთა, 19% თვლის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის. 9% ამბობს, რომ ეს არარეალისტურია/არასოდეს მოხდება. 7% ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს ავნებს. 4-4% პასუხობს, რომ „ეს საშუალებას აძლევს დასავლეთს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში", „ეს ავნებს ქართულ ეკონომიკას", „იმიტომ, რომ ეს მიუღებელია ჩემი ოჯახისთვის", "საქართველოს ამით რეგულაციების მეტი ტვირთი დააწვება“. აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)