|
2019-05-17 13:54:32, 1175 ნახვა
საზოგადოება
19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 47 და 6 130 ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებს ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5 365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი. „საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია. შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედური არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებულია: 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი; 7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი; 45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი. ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი“, - აცხადებენ ცესკოში.
დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ სტატისტიკის დოკუმენტში:
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)