|
2019-05-16 22:42:43, 1696 ნახვა
სამართალი
სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მოზარდია დაშავებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მოზარდია დაშავებული. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები და ამჟამად კვლევები უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა. დაშავებულები მოინახულეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.. ავტომობილში 7 ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. შვიდივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადგენენ. წინასწარი ცნობით, სამი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შემთხვევის თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს, გადაბრუნების დროს ცეცხლი გაუჩნდა, მისი ჩაქრობა კი ადგილობრივებმა შეძლეს. მათვე აღმოუჩინეს დაშავებულებს პირველად დახმარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)