|
2019-05-16 17:40:00, 1629 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიცემული ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. დამნაშავედ ცნო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მიმდინარე წლის 15 იანვარს მან პენიტენციური დაწესებულება 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სასჯელის ზომას საქმის მოსამართლე 22 მაისს გამოაცხადებს. ცნობისთვის, 2017 წლის ივლისში დ.ღ. დააკავეს. გამოძიებით დადგინა, რომ არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლული დავით სარალიძის მამას ესაუბრა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)