|
2019-05-16 10:15:12, 977 ნახვა
საზოგადოება
ლადო კახაძე პედაგოგებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პედაგოგებს შეხვდნენ. მმართველი გუნდის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს და აღნიშნა, რომ პარლამენტში მას ექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები მასწავლებელთა მხარდასაჭერად. „ჩვენი ქვეყანა დგას თქვენზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და მადლობას გეუბნებით, რომ ხართ საქართველოს სამსახურში. მე აუცილებლად ვიქნები თითოეული მასწავლებლის ხმა საქართველოს პარლამენტში. მე აუცილებლად ვიდგები თითოეული პედაგოგის გვერდით“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)