|
2019-05-14 11:46:53, 1093 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზეკარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება
ნაძალადევის რაიონში, ზეკარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გრუნტის დამჭერი ორი კედელი, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 320 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „მიმდინარე წლის ერთ-ერთ დიდ საგზაო პროექტს ვასრულებთ. ზეკარის ქუჩა ლოტკინზე მდებარეობს. აქ საგზაო სამუშაოები 40 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. ახლა ქუჩა კაპიტალურად შეკეთდა. საგზაო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება და მოსახლეობა მთლიანად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)