|
2019-05-14 10:03:04, 1657 ნახვა
სამართალი
ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოკითხავენ
ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით „მატროსოვის“ ციხეში დღეს 13:00 საათზე გამოკითხავენ. მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს საგამოძიებო უწყების მხრიდან სათანადო რეაგირება აქამდე არ მოყოლია. „შევალთ 13:00 მასთან დასაკითხად, სიმართლე გითხრათ არ გვაქვს რაიმე ახლის მოლოდინი, იმიტომ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მიცემული ჩვენება. ხელისუფლებას ნაკლებად გვგონია, რომ სურდეს ამ საქმის გამოძიება. მით უმეტეს, ამდენი ხანი გავიდა, სამჯერ შეწყვიტეს ეს საქმე და მერე სამჯერ განაახლეს. ისინი უბრალოდ იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა დიდმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოში“, - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)