|
2019-05-13 12:58:56, 1202 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზმა“ უსაფრთხოების მიზნით აბონენტების განმეორებითი შემოწმეება დაიწყო
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები. აღმოჩნდა რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ქონდათ მიერთებული გაზის ღია კამერიანი აკრძალული დანადგარები , რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს. ასევე არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს. ყოველი თვის ბოლოს კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისი თვის სტატისტიკას ავრცელებს დედაქალაქის უბნების მიხედვით. მაგალითად ბოლო, აპრილის თვის სტატისტიკით ყველაზე მეტი, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთის და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7281 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში, ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები. https://youtu.be/GR5_BQ2QFwU https://youtu.be/VlyYWBup72Q
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)