|
2019-05-13 11:20:43, 1739 ნახვა
სამართალი
ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს. დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 12 აგვისტოს, გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ა. იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)