|
2019-05-13 10:37:01, 1680 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ლ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, კრწანისის რაიონში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომლის დათვალიერების შედეგად, უკანონოდ შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)