|
2019-05-11 16:12:54, 1256 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობამ სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 1 356 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. „გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რაიონში წყალარინების ქსელების არარსებობა, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული პრობლემა უკვე არაერთ მისამართზე მოგვარდა. 26 მაისის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდით და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. გარდა ამისა, წყალარინების ქსელი ბერთუბანშიც ეწყობა. აღნიშნულ დასახლებებს წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მეოხი’’ ახორციელებს, მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს. წყალარინების ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 279 885 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)