|
2019-05-11 12:19:49, 1356 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი - ბრძოლას გავაგრძელებ, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, რომ ჩემი ოჯახის წინაშე დააშავეს
„ჩემი ბრძოლა გააგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ, სუს-ში დაკითხვის დროს, გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხა. „ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს და რაც მქონია გააზრებული, რაც კი გამიფიქრია, მერე რაც გადამიფიქრია და რასაც ვფიქრობ, ყველაფერი. მე დასამალი არ მაქვს, არც დავმალავ, არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა, არც ის მანაღვლებს დამაკავებენ თუ არა, მე მანაღვლებს ერთი რამ - სახელმწიფო აღიარებს შეცდომას, რომ ამათ მოკლეს თემირლანი უდანაშაულოდ. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)