|
2019-05-10 17:58:52, 1306 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 23 მისამართზე მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 23 მისამართზე მიმდინარეობს. აქედან სამ მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N12-ში ხორციელდება, სადაც 235 გრძივ მეტრზე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „აქტიურად ვაგრძელებთ ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას. კორპუსების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონკრეტულად ამ მისამართზე 72 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ არსებული პრობლემები მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. გურამიშვილის გამზირის N12-ში წყალარინების ქსელის შეცვლისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 70 000 ლარს დახარჯავს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)