|
2019-05-10 16:58:42, 1422 ნახვა
საზოგადოება
დავით ზალკალიანი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საფრანგეთის და საქართველოს სამართალდამცვავ სტრუქტურებს შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საქართველო უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხეს თავს აარიდებს. მისი თქმით, გაიზრდება საქართველოში საფრანგეთის, ხოლო საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლების რაოდენობა, რათა მათ, ვინც სავიზო ლიბერალიზაციით კეთილსინდისიერად არ სარგებლობს, პროცედურების დარღვევის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. „ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ერთერთი მთავარი მონაპოვარია, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავრობის მყისიერი რეაგირება ნებისმიერი სახის წუხილზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების, ამ შემთხვევაში საფრანგეთის, მხრიდან მოდის. მე ვფიქრობ, რომ ის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა, უაღრესად შედეგიანი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმებები, და დარწმუნებული ვარ, ის რაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაანონსდა, აუცილებლად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც თავშესაფრის მაძიებლის ზრდის სტატისტიკას თავიდან აგვაცილებს. დღეს გაცხადდა თანამშრომლობის გაფართოვება სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ასევე გაცხადდა ახალი ინიციატივები, რაც დაკავშირებული იქნება როგორგორც ფრანგული მხარის წარმომადგენლობის გაზრდით საქართველოში, ისე ჩვენი ოფიცრების ყოფნით საფრანგეთში, რადგანაც მათ, ვინც კეთილინდისიერად არ სარგებლობს სავიზო ლიბერალიზაციის თავისუფალი გადაადგილების პროცედურებით, არ ჰქონდეთ ამ პროცედურების დარღვევის შესაძლებლობა და ასობით ათასი ადამიანისთვის, რომელიც მართლა კეთილსინდისიერად სარგებლობს ამ მნიშვნელოვანი მოვლენით, ხელის შეშლა. ამიტომ, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ისე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, ხოლო სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ის ერთობლივი ქმედებები, რომელიც დაიგეგმა , მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)