|
2019-05-10 15:51:45, 1912 ნახვა
სამართალი
პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული: სასტუმრო „მამიდაში“ „კათარზის“ გახსნა მინდოდა
სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ხუცურაულმა აღნიშნა, მას სასტუმრო "მამიდაში" მოხუცთა თავშესაფრისა და "კათარზისის" გახსნა უნდოდა. მისივე მტკიცებით, ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო "მამიდა" იჯარით ჰქონდა აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა და ხუცურაულმა მას შენობის დაცლის მოთხოვნით მიმართა. ბრალდებულის თქმით, ზინაიდა ქორიძემ გარკვეული პერიოდი ითხოვა და უთხრა, რომ შენობას იმ მომენტში ვერ დაცლიდა, რაზეც ხუცურაულისგან თანხმობა მიიღო. ამასთან, ხუცურაული წარდგენი ბრალს არ აღირებს. დაცვის მხარე ხუცურაულისთვის 20 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული 8 მაისს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)