|
2019-05-10 12:07:57, 1065 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 8 ათასი აბონენტისთვის 50 წლის წინანდელი, ამორტიზებული და ძლიერ კოროზიული გაზის ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. მასშტაბური სამუშაოები ასეულობით ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქსელზე ათეული წელია, აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ასევე, ნაძალადევის რაიონში, კერძო სახლებში მცხოვრები აბონენტებისთვის კომპანია უსასყიდლოდ ასრულებს შიდა (ეზოებში) ქსელის რეაბილიტაციას. კომპანია აბონენტებისთვის თანამედროვე დონის, ევროსტანდარტებით დამზადებულ მრიცხველებს საკუთარი ხარჯებით ცვლის. ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟღენტისა და პიონერის ქუჩებზე მიმდინარეობს. გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და მრიცხველების სრულად შეცვლის სამუშაოები 42 ქუჩაზე უკვე დასრულდა, მათ შორის ბახმაროს, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის, გომბორის, ნიკო მარის, კაჭრეთის, კნოლევის, ლამისყანისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)