|
2019-05-09 12:56:07, 1853 ნახვა
სამართალი
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი - 2001 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი უ.მ. და ასევე 2001 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა დააზიანეს და უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ მაღაზიაში. სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)