|
2019-05-09 11:41:50, 1046 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. „ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს და პატივს მივაგებ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას. ვაფასებ ყველა იმ ვეტერანის ღვაწლს, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრნიც მრავლად არიან. მათ თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ომის მთელი სიმძიმე და დღეს, ამაყნი, ვალმოხდილნი, გამარჯვებულნი დგანან საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე. ჩვენი ვალია, მათი თავდადება და გმირობა სათანადოდ იყოს დაფასებული და მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ. ვაკის პარკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)