|
2019-05-09 11:33:00, 1044 ნახვა
საზოგადოება
მერია - ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში მოხდება
თბილისის მერია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შადრევნის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ თბილისს და მის კულტურულ მემკვიდრეობას. „გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ბალერინების ქანდაკებების დაზიანებას. განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)