|
2019-05-09 11:12:31, 1069 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერ-მინისტრთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო. დედაქალაქის მერმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა ფაშიზმისგან სწორედ მათმა თავგანწირვამ იხსნა. „გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ომის ვეტერანებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თავიანთი თავგანწირვისა და გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს. 74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხაროა, რომ ჩვენი ვეტერანები ყოველწლიურად გვაკლდება. მათ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და სიძლიერეს ვუსურვებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“, თბილისის მერიის პირველი სახელოვნებო სკოლის ბიჭუნათა კაპელა და თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი მონაწილეობდნენ. ვაკის პარკში დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)