|
2019-05-08 17:57:06, 1235 ნახვა
საზოგადოება
გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის და შსს კამპანიის #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის და შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენლები. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაზრდა ამ პრობლემის მოგვარებისთვის. გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილია - "გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე", მთავარი თემა კი არის ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, რაც გულისხმობს გზებზე მსხვერპლის შემცირებას, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე, საზოგადოების გააქტიურებით.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)