|
2019-05-08 16:49:00, 1113 ნახვა
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ვეტერანებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. განკარგულების თანახმად, ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 ლარის ოდენობით საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანს, ხოლო, ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრს - 300 ლარი, გადაეცემა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)