|
2019-05-08 14:14:19, 1005 ნახვა
საზოგადოება
მერიამ სატრანსპორტო სქემის შედგენის სახელმძღვანელო შეიმუშავა
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო სექტორსა და საპროექტო კომპანიებს სატრანსპორტო სქემების შედგენის მეთოდური დოკუმენტის პროექტი გააცნო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, სახელმძღვანელო სარეკომენდაციო ხასიათისაა. „ჩვენ გვინდა დაინტერესებულ პირებს სქემების მომზადებისა და მათი მერიასთან შეთანხმების პროცესი გავუმარტივოთ. დავამუშავეთ სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს მშენებლობის პროცესში საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკური საშუალებები როგორ უნდა განთავსდეს. ასევე, აქ მოცემულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების 50-მდე მაგალითი. ჩვენ სიამოვნებით გავეცნობით მოსაზრებებს, რომლებიც მეთოდური დოკუმენტის დახვეწაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ. 2018 წლიდან, თბილისის მერია სამშენებელო და ქალაქგეგმარებით პროექტებზე ნებართვებს სატრანსპორტო სქემის მომზადებისა და ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების შემდეგ გასცემს, რაც მშენებლობის მიმდებარედ საცობების თავიდან არიდებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაძლებლობას ქმნის. სქემას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და საპატრულო პოლიცია ითანხმებენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)