|
2019-05-08 12:58:53, 1009 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თბილისი ნამდვილი ევროპული ქალაქი იქნება. „თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი, ყველა სტანდარტის მიხედვით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მე ვიცი, რომ თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით, რომ სხვა მიმართულებებშიც გვაქვს პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, თბილისის მეტროპოლიტენი. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)